ფოთის ცენტრალურ პარკში, განათება “LOVE” წარწერის გამოსახულებით დააზიანეს. გატეხილია და მწყობრიდანაა გამოსული განათების დეკორაცია და ნათურები. "მუშა ჯგუფი შესაკეთებელ სამუშაოებს უკვე ასრულებს. პარკის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ქმედებებისგან. გაითავისეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მიზანმიმართულად ნუ დაამტვრევთ და დააზიანებთ ინვენტარს. გაუფრთხილდით ინფრასტრუქტურას. მოვუაროთ და შევინარჩუნოთ, განახლებული პარკის იერსახე".-ნათქვამია ფოთის ცენტრალური პარკის მიერ...
ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების და აზიური ფაროსანას გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს
ე.წ.თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლების ეზოები, ფოთის ცენტრალური პარკის ტერიტორია, წყალსატევები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. ქიმიური დეზინფექცია...
ფოთის მერი XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, XI მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმი, „კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერების შეთანხმების“ პროექტისა და ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში წარიმართა. 28 ივნისიდან 02 ივლისის ჩათვლით, ღონისძიების მასპინძელი პოლონეთი, ქალაქი კატოვიცე გახლდათ. „ფოთი, 2017 წლიდან არის ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“...
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
“მტრედების” მორიგი წარმატებები
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მტრედები" გურგენ სამუშიას ხელმძღვანელობით ფოთში გამართულ, კოლხურ-ლაზურ ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ-კონკურსში "ლაზიკა" მონაწილეობდა. ფესტივალზე ანსამბლს, კოლხურ-ლაზური ფოლკლორის საუკეთესო წარმოდგენისათვის ჯანო ბაგრატიონის სახელობის დიპლომი და ლაურეატის წოდება მიენიჭა.
ფოთის და ბათუმის სასამართლოებმა 3 გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ფოთში საერთაშორისო პლენერი დაიხურა
10 დღიან პლენერში, უცხოელი და ქართველი 15-მდე მხატვარი მონაწილეობდა. მონაწილეების მიერ შეიქმნა 20-მდე ფერწერული ტილო, მოიხატა გარე ფასადები. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერებაა. საერთაშორისო პლენერი ,,პალიტრა ფოთი 2022" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ფოთში სოციალურად დაუცველ 100 ოჯახს ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად
ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 100 ოჯახსა და ა(ა)იპ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს სეზონური ტანსაცმელი გადაეცა საჩუქრად. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოცემული კამპანიის ფარგლებში 500-მდე სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი გაიცა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის. კამპანია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. კამპანიის...
ფოთი “პალიტრა ფოთი 2022” მასპინძლობს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს "პალიტრა ფოთი 2022" მასპინძლობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პლენერი სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ათი დღის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება. პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ...