ფოთში ორთქლმავლი აღდგა

ფოთში, რკინიგზის მიმდებარედ, ისტორიული ორთქლმავლი აღდგა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რესტავრაცია ჩაუტარდა ორთქლმავალს. მოეწყო ორთქლმავლისათვის პიედესტალი, მოპირკეთდა გრანიტის ფილებით. მოედანზე მოეწყო განათების ბოძები. უწყების ცნობით, საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა ფოთიდან დაიწყო 1871 წელს და სწორედ ამ ისტორიული ფაქტის სიმბოლოა განახლებული ორთქლმავლი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბემა“ ასრულებდა და მისმა ჯამურმა...

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ბათუმისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურებში შემოსული გემების ტვირთები დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის/ტრანზიტის პროცედურაში, – ამის შესახებ აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 11-15 აგვისტოს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთის ფედერაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პორტებიდან შემოვიდა, როგორც რუსეთის, ასევე, პანამის დროშის ქვეშ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...

ფოთში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს

ფოთში, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. რუსულ აგრესიას 12 ფოთელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ომში დაღუპული ფოთის პორტის თანამშრომელთა სახელების უკვდავსაყოფად, ,,ეი პი ემ ტერმინალს ფოთის'' ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ფოთში, წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები. ტროტუარები მოეწყო ქვაფენილით. განხორციელდა საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები. წმინდა ნინოს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა შპს „პალადა“ და მისი ჯამური...

ფოთის მერიამ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო

ფოთის მერიამ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება. სტიპენდიის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტებმა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია, 3 აგვისტოდან -1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე:...

ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

ფოთში, ბარამიძის ქუჩაზე, სპორტული მოედანი გაიხსნა

ფოთში, თენგიზ ბარამიძის ქუჩაზე, განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო მოედნის ხელოვნური ბალახის საფარი და ელექტრო განათების სისტემა, განახლდა დაზიანებული ლითონის ბადეები და კონსტრუქციები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი. მოედანი კომბინირებულია და ასრულებს, ერთდროულად, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნის ფუნქციას. სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ფოთის...

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...