სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...
ფოთში, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სატუმბი სადგურის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი რამდენიმე საფეხურიანი ავანკამერის მოწყობას, ნიაღვრული წყლების ზღვის აკვატორიაში გადაღვრის გათვალისწინებით. 9 აპრილის ხეივნის მაგისტრალური სანიაღვრე არხებისა და შემომავალი სანიაღვრე კოლექტორების გაფართოება-რეაბილიტაციას. ჰიდროტექნიკური ნაგებობის და სხვა დამხმარე ნაგებობების მოწყობას. აღნიშნული სატუმბი სადგური, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოემსახურება...
ფოთის პარკი 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას
ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას. პარკში, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა. დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები,...
მალთაყვაში მიმდინარეობს ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები
მალთაყვაში, ტყე-პარკის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყე-პარკის სრულად მოწესრიგების შემდეგ, ტერიტორიაზე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მოეწყობა თანამედროვე, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონა.
ფოთის მატარებელი შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებს
17 მაისიდან მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ. ცვლილება ეხება ფოთის მატარებელს. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ფოთიდან თბილისიდან მატარებელი 18:10 საათზე გამოვა და ფოთში 23:57 საათზე ჩავა. ფოთიდან დედაქალაქისკენ მატარებელი 07:20 საათზე გაემგზავრება და 13:01 საათზე ჩავა
ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს
საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...
ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ
პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
ფოთში გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა
ფოთში, ფაზისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე განათების ბოძების და სანათი მოწყობილობების მონტაჟი დასრულდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან გიორგი თოლორდავასთან ერთად, სამუშაო პროცესი ადგილზე დაათვალიერა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აწარმოებდა შპს „მშენებელი-5“ და პროექტის საერთო ღირებულებამ 98 761 ლარი შეადგინა.
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
11 აპრილიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ მოხმარებას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, დღეიდან ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სამინისტრომ,...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
ფოთში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავამ. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას,...