ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოთში არის ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მისი მოწინააღმდეგეებიც, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა...

ფოთში მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს

„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, უგულვა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი.