ფოთი მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატს მასპინძლობს

ქალაქი ფოთი მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2007-2008 წლებში დაბადებული 150-მდე მოკრივე ასპარეზობს, ფოთიდან კი მასში ქალაქ ფოთის კრივის სასპორტო სკოლისა და მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს სპორტსმენები მონაწილეობენ. ჩემპიონატი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება.