სუსმა საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა “ფოთის” მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 04 მარტს...