აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის პროექტი “ჯადოსნური დღეები“ დაიწყო

  • აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 8 სხვადასხვა ქალაქში გასართობი პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ხორციელდება.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინფორმაციით, ფოთში, 29 ნოემბერს, 10:00 საათზე, მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში, ანიმატორებთან და ზღაპრის პერსონაჟებთან ერთდ, უამრავი გასართობი აქტივობა, გუნდური და ინტერაქტიული თამაშები, საპნის ბუშტები, მასკოტებისა და აზოტის შოუ, ფერადი ბუშტები, ბამბის ნაყინი და პოპკორნი დაგხვდებათ ბავშვებს.