“დეამ” სოციალური კამპანია “ჩაერთე და მართე“ ჩაატარა

  • ასოციაცია „დეამ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორ უბანში, ნაბადასა და კუნძულის უბანში ჩაატარა სოციალური კამპანია “ჩაერთე და მართე“.

სოციალური კამპანიის მიზანს წარმოადგენდა- მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, დისკუსია პრობლემურ საკითხებზე, თვითმმართველობაში მოქალაქის ჩართულობის როლზე და მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები, ფოთის საკრებულოს წევრები, უბნის რწმუნებულები და ასოციაცია „დეას“ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

სოციალური კამპანიის მიმდინარეობისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახელობას მიაწოდეს ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, მოსახლეობამ გამოკვეთა პრობლემური საკითხები, დასვეს კითხვები, მათ მიიღეს ინფორმაცია მოქალაქის მონაწილეობის როლზე ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცელი რომელშიც აღწერილია მოქალაქის უფლებები და ძირითადი ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივ თვიმმართველობაში.

“ჩაერთე და მართე“ სოციალური კამპანია ჩატრადა ასოციაცია „დეას“ პროექტის „სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროგრამების და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ვაშინგტონის ოფისის დაფინანსებით.