დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

  • 11 აპრილიდან ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტის რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ მოხმარებას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ასევე, დღეიდან ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით მოხდება.აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.რეფორმა ითვალისწინებს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულებას – მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანიდან პაციენტზე გაცემამდე, რაც გაამარტივებს ზედამხედველობას და კონტროლს ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სრულ პროცესზე.