„ეიპიემ ტერმინალს ფოთში” ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა

  • “ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 3 ივლისი იქნება.

„APM Terminals Poti (სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) არის A.P. Moller – Maersk-ის გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას, ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას.

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას – InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და გამორჩეული პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვა და განვითარება.

პროგრამის ფარგლებში, APM Terminals Poti დაინტერესებულ პირებს სთავაზობს: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას. სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს. მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში. Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას. ჯანმრთელობის დაზღვევას. კვებას. ყოველთვიურ სტიპენდიას. საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები: ტექნიკურ – საინჟინრო (STEM) ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. ტექნიკური მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტუდენტები ან/და კურსდამთავრებულები. ინგლისური ენის ცოდნა. განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა; კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა – კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, CV-ის გაგზავნა შეუძლიათ მისამართზე – careerpoti@apmterminals.com.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ივლისი.

კომპანიის და პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.apmterminals.com

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება და დამატებით შეგროვდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ზოგადად ან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო