ელადას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთში, ელადას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პროექტი მოიცავს 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთს, რომლის სიგანე 12 მეტრამდეა.

უწყების ცნობით, სამუშაოების მეორე ეტაპი დაგეგმილია 2026 წლის თებერვლის ბოლოს, რის შემდეგაც ელადას ქუჩა სრულად, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, მოეწყობა.