მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორებთან თანამშრომლობით იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში – PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილეობის გზით. ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად შერჩეულია სამი ქალაქი – ფოთი, სენაკი და ზუგდიდი.

“PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით” ფარგლებში მუნიციპალიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ახორციელებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს.

გუშინ, გაიმართა სექტორული ნიშნით ინდივიდუალური შეხვედრები მუნიციპალიტეტში მოქმედი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.