ფოთში მომავალ წელს დაგეგმილია ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია

  • 2023 წელს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სრულად რეაბილიტირდა სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის N 2 საჯარო სკოლა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის შიდა ინტერიერი – დერეფნები, საკლასო ოთახები, სამასწავლებლო. კეთილმოეწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რესურს ოთახი, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები. განახლდა შენობის სახურავი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს N 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

2024 წელს დაგეგმილია ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.