- ფოთში, მალთაყვის უბანში, მეუნარგიას ქუჩაზე შიდა საუბნო სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი და ბუნგალო, დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო ფილები.
პროექტის ღირებულება 206 000 ლარს შეადგენს .