საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეს საჯაროდ მოწვევის შესახებ

საქმე #01-10/178
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
საარბიტრაჟო საქმეზე 01-10/178, საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეს საჯაროდ მოწვევის შესახებ
ქ. ბათუმი, 31 ივლისი, 2023 წელი
შპს “აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილი

საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბერმელი”, ს/კ 245431108;
წარმომადგენელი: ლანა ფარტენაძე (პ/ნ 61006076996), თანახმად მინდობილობისა ვადით 31.01.2024წ.;
საარბიტრაჟო მოპასუხე: ფ/პ ირაკლი ნოზაძე (პ/ნ 422001019028).
დავის საგანი: თანხების, ფულად – საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხების გადახდის დაკისრება მსესხებელზე, სესხის ძირ თანხაზე მოპასუხეზე წლიური 0,17% გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საარბიტრაჟო მოსაკრებლის და სხვა ხარჯების მოპასუხეზე გადახდის დაკისრება.
ერთპიროვნულად განვიხილე საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობა ,,საარბიტრაჟო საქმეზე 01-10/171, საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეს საჯაროდ მოწვევის შესახებ”

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

  1. 2023 წლის 10 მაისის, შპს ,,აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრმა როსტომ გუნთაიშვილმა მიიღო დადგენილება ,,საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების და არბიტრაჟის კომპეტენციის ცნობის შესახებ”. არბიტრაჟის მცდელობა მოპასუხეს ჩაბარებოდა საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, დასრულდა უშედეგოდ. ყველა დაზღვეული საფოსტო გზავნილი, იმ მისამართზე რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, უკან დაბრუნდა არბიტრაჟში წარწერით “წარუმატებელი ჩაბარება”.
  2. 2023 წლის 05 ივნისს საარბიტრაჟო მოსარჩელეს წარმომადგენელმა არბიტრაჟს მომართა შუამდგომლობით “საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მის საჯაროდ მოწვევის შესახებ”, რაც დაკმაყოფილდა. არბიტრაჟის მიერ. არიტრაჟის დადგენილება საჯაროდ გამოქვეყნდა ელექტრონულ სივრცეში “ჩემი მედიასახლი” (საინფორმაციო პორტალი ფოთელები.გე) 23 ივნისი, 2023 წ. საარბიტრაჟო მოპასუხე სათანადო დოკუმენტების მისაღებად არბიტრაჟში არ გამოცხადდა. აბიტრაჟისათვის უცნობია მოპასუხეს არბიტრაჟში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
  3. 2023 წლის 31 ივლისს, საარბიტრაჟო მოსარჩელეს წარმომადგენელმა ლანა ფარტენაძემ არბიტრაჟს მომართა განცხადებით, არბიტრაჟს მიეღო დადგენილება საარბიტრაჟო საქმეზე #01-10/178, ,,საარბიტრაჟო დავის არსებითად განხილვის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოპასუხეთა საჯაროდ მოწვევის შესახებ”, რაც დაკმაყოფილდა არბიტრაჟის მიერ.
    ვიხელმძღვანელე რა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-8; მე-16;27-ე; 32-ე მუხლებით და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულების-მე-13 მუხლის1 და 6 პუნქტებით;
    დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
  4. სამოქალაქო საქმეზე, #01-10/178, საარბიტრაჟო სარჩელის მოპასუხე,ფ/პ ირაკლი ნოზაძე (პ/ნ 422001019028) საჯაროდ მოწვეული იქნეს ზეპირი მოსმენის სხდომაზე არბიტრაჟში, საქმის არსებით განხილვის სხომაზე დასასწრებად, 2023 წლის 04 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქ. ბათუმი, ახმედ. მელაშვილის ქ. #26, მე-3 სართული. საკ. ტელ: 577 78 19 77.
  5. საჯარო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სივრცეში “ჩემი მედიასახლი” (საინფორმაციო პორტალი ფოთელები.გე). მოსარჩელე მხარის ხარჯით.
  6. არბიტრაჟის დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

შპს “აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან
არსებული საერთაშორისო არბიტრაჟი”-ს არბიტრი: როსტომ გუნთაიშვილი