სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ნაშრომები გამოქვეყნდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე (POTI.GOV.GE) და გამარჯვებულ სტუდენტებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დააჯილდოვებს ფულადი პრიზით.

მოხსენებები მიიღება შემდეგ საკითხებზე:

ქალაქ ფოთის მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები;

ქალაქ ფოთის საინვესტიციო პოტენციალი და ინვესტორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის მექანიზმები;

კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციური გარდასახვა ფოთის ტურისტული ბრენდინგისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

სტუდენტმა, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა, რეგისტრაცია (ნაშრომი წარადგინოს) უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე.

ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით.

ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.