ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს ინფორმაციით, სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

უწყების ცნობით, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეძებს.

სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალურ სფეროში მომუშავე იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება ან ასეთ პირთა საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარმოადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც უნდა ახსნას, როგორ წარმოუდგენია თეატრის განვითარება; როგორ შესთავაზებს თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებს საზოგადოებას; როგორ შეუწყობს ხელს თეატრი ახალგაზრდა მსახიობებს, რეჟისორებს, დრამატურგებს, თეატრის მხატვრებსა და სხვა პროფესიონალებს; ასევე, როგორ გეგმავს თეატრის მონაწილეობას ქალაქისა თუ რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებაში და სხვა.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.”…-აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.