ფოთის მერმა ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ნაბადის უბანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა შეხვედრაზე არზიანის ქუჩის მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ასევე მოისმინა ადგილობრივების როგორც ინდივიდუალური ისე საერთო საჭიროებების შესახებ.