ფოთის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციაზე მერმა ისაუბრა როგორც მიღწეულ შედეგებზე ასევე გამოწვევებზე.

ფოთში მუნიციპალიტეტის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა;
დამატებით მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლებისა და დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტმა შეადგინა 4,6 მილიონი ლარი.
29 პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4 819 ბენეფიციარი.

კულტურის და სპორტის მიმართულების ბიუჯეტმა შეადგინა 6,5 მილიონი ლარი.
კულტურის წრეებზე დადის – 1 000 მოსწავლე
სპორტით დაკავებული – 1 131 მოზარდი
გაიმართა – 112 ღონისძიება

საერთაშორისო პარტნიორები:
M4EG – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის- ურბანული გარდასახვის სააგენტოს პროექტი, 60 000 ევრო.
EU4Culture – ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2027, 30 000 ევროს გრანტი.
UNICEF – „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“.