ფოთის საჯარო სკოლებმა 426 პირველკლასელი მიიღეს

  • დღეს, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლაში სრულად განახლდა შენობის როგორც გარე ფასადი, ასევე ინტერიერი. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

წელს, სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტში, 426-მა პირველკლასელმა შეაღო.

ფოთის მერია, სასკოლო საზოგადოებას ულოცავს 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს უსურვებს.

ფოტო: ფოთის მერია