ფოთის სითითონი 2023 დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, ფოთის სითითონი 2023 დაიწყო.

სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებისა და განათლების მქონე ადამიანებმა იმუშავეს საერთო მიზნისთვის – ქალაქ ფოთის, მისი მცხოვრებლებისა და ადგილობრივი ბიზნესის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნისთვის.

დღის განმავლობაში, იდეების შემუშავების პროცესში, მონაწილეებს დახმარებას უწევდნენ მენტორები. მათ მონაწილეებს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და მისცეს რეკომენდაციები იდეების სრულყოფილად წარდგენისთვის.

ფოთის სითითონის გამარჯვებულებს ჟიური 14 მაისს გამოავლენს!

ქალაქ ფოთის მუნიპალიტეტის მერიის და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ხორციელდება ფოთის სითითონი, რომელიც ქალაქის ეკონომიკური ზრდისა და პოზიტიური ურბანული ცვლილებებისკენ არის მიმართული.