ფოთში დასრულდა 4 მინი მოედნის მოწყობა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა 4 მინი მოედნის მოწყობა შემდეგ მისამართებზე: არზიანის ქუჩა, ახალი რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა.

უწყების ცნობით, ასევე მიმდინარეობს 5 მოედნის რეაბილიტაცია.