ფოთში, “ევექსის” მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა გამოკვლევას და კონსულტაციას

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, 27 ოქტომბერს, კლინიკა “ევექსის” მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სხვადასხვა გამოკვლევასა და კონსულტაციას უფასოდ.

ქალბატონებს, 40-დან 70 წლამდე შესაძლებლობა ექნებათ: ჩაიტარონ უფასო PAP ტესტი და გაიარონ კონსულტაცია გინეკოლოგთან, ასევე ჩაიტარონ უფასო მამოგრაფია და გაიარონ კონსულტაცია მამოლოგთან.

ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ: 595 10 18 08.

მისამართი: ქ. ფოთი, კ. გამსახურდიას ქ.№6.