ფოთში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

  • ქალაქ ფოთში, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმატებული საქმიანობისთვის, სპეციალური სიგელით და ფულადი პრემიით საჯარო სკოლის ცხრა მასწავლებელი და კოლეჯ “ფაზისის” ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა.

სპეციალურად, მასწავლებლებისათვის მიძღვნილი საღამო ანსამბლ “შვიდკაცას” კონცერტით დასრულდა.