ფოთში მეწარმე ქალებისთვის ტრენინგი გაიმართა

  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის მიზნით, გაიმართა ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის, საკითხებზე: მეწარმოების ფაქტორები, სამეწარმო აზროვნება, ტრადიციული და შემოქმედებითი აზროვნება და ვიზუალიზაციის ძალა, შემოქმედებითი აზროვნების ტექნიკები.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას მოხალისეობრივად უძღვებოდნენ სამეწარმეო ქოუჩინგის სფეროში გამორჩეული გამოცდილების მქონე ქოუჩ-ტრენერები ნინო მიქავა და ია ნადირაშვილი.

ტრენინგი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ემსახურება მდგარი განვითარების მიზნების მიღწევას, კერძოდ: მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა.