ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება გრძელდება

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების განახლება გრძელდება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება ჭავჭავაძის ქუჩა №144 და გურიის ქუჩა №177 მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები. წლის ბოლომდე დაიწყება სამუშაოები ნინოშვილის ქუჩა №39 და №41 კორპუსების ფასადების განახლებაზე.

პარალელურად, მიმდინარეობს სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების პროექტირება.