ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში, ქალაქის სხვადასხვა უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

უწყების ცნობით, კუნძულის უბანში დასრულდა ერეკლე მეორის, პეტრე იბერისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია. ამავე უბანში მიმდინარეობს სამუშაოები შევჩენკოს ქუჩაზე და თამარ მეფის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე.

უახლოეს პერიოდში დაიწყება კლდიაშვილის, მემედ აბაშიძის, ზურაბ ნანავას, სოხუმის და მიქაბერიძის ქუჩების მოწყობა.