ფოთში საჩოგბურთო კორტების მოწყობა მიმდინარეობს

  • ფოთში, კუნძულის სანაპიროზე მიმდინარეობს თანამედროვე ჰარდის ტიპის საჩოგბურთო კორტების მოწყობა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მიმდინარეობს ტრიბუნების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.