ფოთში ტრენინგ/კურსი “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ ჩატარდა

  • ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო/ტრენინგ-კურსი – “მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ოცდაათზე მეტმა ადამიანმა, რომლებსაც უკვე აქვთ ან სურთ ბიზნესის დაწყება, აქვთ მოტივაცია და გააჩნიათ ბიზნეს იდეა.

უწყების ცნობით, ა(ა)იპ “სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების შესახებ.

მათ, ასევე, ისაუბრეს მეწარმეობის საბაზისო უნარებისა და ბიზნეს იდეის დამუშავების ეტაპებზე. შეხვედრის ბოლოს კი ჩაატარეს ინდივიდუალური კონსულტაციები.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით.