- სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.
სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:
ზუგდიდი – კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ფოთი – კოსტავას №193 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
აბაშა – ჩიქოვანის №13 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სენაკი – რუსთაველის №235 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხობი – დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მესტია – კახიანის ქ N1 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა)