ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

  • ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი 11 აგვისტოდან – 25 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

პროგრამის მიზანია: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით გენდერული თანასწორობის წარმატებით მიღწევა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ ქალებს ან ქალთა საინიციატივო ჯგუფებს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობებისა, კონკურსის წესების და სააპლიკაციო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/4p5h3k3p