- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო.
“ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ პროექტები და ინიციატივები დაფინანსების მოსაპოვებლად.
საკონკურსო პროექტების სამიზნე აუდიტორიაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.