- ფოთელი სპორტსმენი, გვანცა ქარჩავა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, უშუს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის ქალაქ ტიანძინში მიმდინარეობს.
ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, უშუს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (WJWC) უმაღლესი რანგის ოფიციალური ტურნირია, რომელიც 2006 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მასში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან.

