- ფოთში, ელადას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. პროექტი მოიცავს 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთს, რომლის სიგანე 12 მეტრამდეა.
უწყების ცნობით, სამუშაოების მეორე ეტაპი დაგეგმილია 2026 წლის თებერვლის ბოლოს, რის შემდეგაც ელადას ქუჩა სრულად, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, მოეწყობა.

