- ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები.
“თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.
თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 22:00 საათის შემდეგ.