- ფოთში, „კუნძული დიდის“ უბანთან ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოები დასრულდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქალაქში „კუნძული დიდის“ სანაპირო ზოლის დაცვა ზღვის ტალღური ზემოქმედებისაგან.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.9 მილიონი ლარია.