- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩინეთში, ქალაქ მიენიანგში ფოთის შესახებ საინფორმაციო დღეები მოეწყო.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქალაქ ფოთის თემაზე მომზადებული ფოტო-ვიდეო და საინფორმაციო მასალა. გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება მიენიანგის საგამოფენო სივრცეში, რაც ხელს შეუწყობს ფოთის პოპულარიზაციას და უცხოელი სტუმრების დაინტერესებას როგორც ტურისტული, ისე საინვესტიციო მიმართულებით.
პარალელურად, ფოთში, საგამოფენო დარბაზში, ერთი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქალაქ მიენიანგის კულტურის, ტრადიციებისა და იდენტობის ამსახველი ფოტო მასალა.
ფოთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის ნოემბერში გაფორმდა.

