- საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
“თუ ხარ სტუდენტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) პროგრამაზე სწავლობ და გაქვს 2024 – 2025 სასწავლო წლის წარმატებული შედეგები – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე სტიპენდია!
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგის მქონე 5 სტიპენდიატი, მიიღებს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობისთვის 3 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: poti.youth@gmail.com ან მატერიალური სახით წარმოადგინეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში მისამართი- ქ. ფოთი, აღმაშენებლის 12).”-აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://tinyurl.com/7e5vatwp