- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის 31 ფოთელი სტუდენტი.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცალკე კვოტირებაა გამოყოფილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებისვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 5 სტუდენტი გახდა.
“სასტიპენდიო პროგრამის თანახმად, გაორმაგებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ კონკურსში გამარჯვებულ 100 ქულის მქონე სტუდენტებს. წელს, 100 ქულის მქონე ხუთი სტუდენტია კონკურსის გამარჯვებულთა პირველ ხუთეულში.
მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე.
პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

