ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით.

“ფოთელი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე და რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ფოთში ბოლოო 6 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატი გახდება 30 წარჩინებული სტუდენტი.

​სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ფოთში ბოლო 6 თვის განმავლობაში.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან – 7 აპრილის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: poti.youth@gmail.com ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12)