რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფოთის N15 საჯარო სკოლას

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფოთის რეაბილიტირებულ N15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა შენობის ფასადი, სახურავი, სკოლის შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული და სააქტო დარბაზები.

სკოლა 500 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს