ფოთელი მოჭადრაკის წარმატება

  • 28-30 სექტემბერს, ქუთაისში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8-18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ფოთელი გაგა გვასალია, რომელიც საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე ჭაბუკთა შორის.

ფოთელმა მოჭადრაკემ ასევე, მესამე ადგილი დაიკავა ელვისებურ ჭადრაკში 14 წლამდე ჭაბუკთა შორის.

ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 400-მდე მოჭადრაკე.