- ფოთელმა სპორტსმენებმა, მაკა გაბესკირიამ და მათე კორთხონჯიამ მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვეს.
ჩინეთის ქალაქ ემეიშანში გაიმართა უშუ კუნგ-ფუს მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 54 ქვეყნის 1500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ფოთელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

