ფოთის N8 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

  • 800 მოსწავლეზე გათვლილი ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.