- ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა კანოე – კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში გაიმართა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის – ფოთის, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, წყალტუბოს, მცხეთის და აბაშის ნიჩბოსნობის ნაკრები გუნდების 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ფოთელმა სპორტსმენებმა კანოეს ნიჩბოსნობაში მოიპოვეს 15 პირველი, 4 მეორე და 2 მესამე ადგილი, ხოლო აკადემიურ ნიჩბოსნობაში 5 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი.
ვიქტორ კრატასიუკის სახელობის თასი გადაეცა ფოთელ სპორტსმენს, სანდრო ჭოჭუას.
ვიქტორ კრატასიუკი მიუნხენის XX ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, რომლის სახელობის ტურნირი ფოთში ყოველწლიურად ტარდება.