- საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და ვიზიტორთა დახმარებას.
კოლხეთის ეროვნულ პარკს 35 რეინჯერი და 5 უბნის უფროსი რეინჯერი ჰყავს.
კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა სარდალიშვილმა.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს