ფოთში ოქროსმედალოსნები და “ფაზისის” წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს

  • ფოთში, ოქროს მედლის კანდიდატი მოსწავლეებისა და კოლეჯ “ფაზისის” წარჩინებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ფოთის მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

წარჩინებული კურსდამთავრებულები ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ დააჯილდოვეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.

+9