- ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, კუნძულის უბანში მიმდინარეობს სოხუმის, კლდიაშვილის, ნანავას, მემედ აბაშიძის და მიქაბერიძის ქუჩების კეთილმოწყობა. იგება ასფალტობეტონის საფარის ორი ფენა და ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა.
ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 17 ქუჩაზე, საერთო ჯამში 12 350 გრძივ მეტრზე.

