- ფოთში, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსვლელობა-ალილოობა გაიმართა.
შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს.
საზეიმო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.
მსვლელობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
შეგროვებული ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
ფოთის საკათედრო ტაძარში საშობაო სავედრებელი ლოცვა-პარაკლისი შესრულდა.
ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

