- ფოთში, 13 მარტს, 11:00 საათიდან, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.
საქველმოქმედო აქციის მიზანია უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა საჭიროების მქონე ყველა პაციენტისთვის და უანგარო დონაციის პოპულარიზაცია.
აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,, ცენტრალური სისხლის დაწესებულების” ორგანიზებით ტარდება.
აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის 12, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.

